ირაკლი კობახიძე - მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას - გამოვა ერთი ან ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება არარეალურად ეჩვენება. მან ამის მაგალითად „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ დაინიცირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ გაცილებით მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც სიცრუეს და ცილისწამებას დაუპირისპირდება.

„რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამასთან დაკავშირებით ბევრი იწერებოდა „ფეისბუქში“, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას. თეორიულად შეიძლება ამ საკითხის მოწესრიგება. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, რაც შეეხება სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია ასეთი ცვლილებების განხორციელება. რეალურად,საქართველოში პოლარიზაცია ძირითადად ორ რამეზე დგას, ეს არის უცხოური აგენტურა და დეზინფორმაცია, ცილისწამება. გახსოვთ რა რეაქცია მოჰყვა „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ დაინიცირებას. ამაზე მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც სიცრუეს და ცილისწამებას დაუპირისპირდება. გამოვა ერთი, ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. წინა შემთხვევაშიც შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, როდესაც საქმე „აგენტების შესახებ კანონს“ შეეხებოდა. აქ კიდევ უფრო მეტი აგრესია იქნება, როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, ცილისწამება და დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული“,-განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო