გრიგორი კარასინი - საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც 2008 წელს, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა, TASS-თან საუბარში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს“.

მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა „დაერღვია მშვიდობიანი რეგულირების ლოგიკა, დაემხო საერთაშორისო სამართალი და საკუთარი პოლიტიკური სიძლიერე გამოეჩინა“, მაგრამ „დამარცხდა ამ ავანტიურისტულ ომში“.

ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ გაიარა „დასკვნების საკმაოდ მკაცრი სკოლა“.

„საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. თბილისში ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, მონაწილეობს ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ეს არის ძალიან კარგი, მომწიფებულია და კარგი შედეგების მომტანი. ეს არის აშკარა გაკვეთილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი ნაციონალიზმზე დაყრდნობით და წარმოჩნდნენ დიდ ძალად“, - განაცხადა კარასინმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო