გიორგი კაპანაძე - პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობს, რაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა, დღეს იგივე გააკეთოს - გადასცეს ჩვენი ქვეყანა რუსეთს და რუსეთის გუბერნიის ნაწილად აქციოს

პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობს, რაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა, დღეს იგივე გააკეთოს - გადასცეს ჩვენი ქვეყანა რუსეთს და რუსეთის გუბერნიის ნაწილად აქციოს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მთელს ქვეყანას რუსეთს ჩააბარებდა.

„პრემიერი ღარიბაშვილი სამარცხვინოდ იტყუება, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რომლის მიზანი იყო რუსული რეჟიმის დამყარება, საქართველოს დედაქალაქის აღება და ადმინისტრაციულ შენობებზე რუსული დროშის აღმართვა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი - ან უნდა ჩაგვებარებინა ჩვენი ქვეყანა 100 პროცენტით რუსეთისათვის, ან უნდა გვებრძოლა და გაგვეწია წინააღმდეგობა. ჩვენ სწორედ ეს ავირჩიეთ და მაშინდელი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გმირი სამხედროების, ქართველი ხალხის და ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევის შედეგად პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მან ვერ შეძლო ვერც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ვერც რუსული დროშების აფრიალება საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე, ამიტომ, როცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის აცილება შეიძლებოდა, ალბათ გულისხმობს შემდეგს - ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მას რომ მიეღო გადაწყვეტილებები, მაშინ დარწმუნებული ვარ, ის ჩააბარებდა მთელს ჩვენს ქვეყანას რუსეთს, გადასცემდა 100 პროცენტით საქართველოს, დათმობდა თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამიტომ, მისი გადასახედიდან ის აიცილებდა ომს თავიდან, მაგრამ არ გვექნებოდა ქართული სახელმწიფო, არ იქნებოდა ჩვენი ხალხი თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ გვექნებოდა სუვერენიტეტი, ეს ადამიანი სწორედ ამას ახორციელებს დღეს. პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობს, რაც 2008 წელს პუტინმა ვერ მოახერხა, დღეს იგივე გააკეთოს - გადასცეს ჩვენი ქვეყანა რუსეთს და რუსეთის გუბერნიის ნაწილად აქციოს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა