დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი პირობაა.

სააგენტო ხალხს მოუწოდებს, ბუნებაში გასვლისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რეგულაციები დაიცვან.

მათი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა და ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება: არ დაანთოთ კოცონი არსად, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა (საცეცხლურები);

ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია;

არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი;

რ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით;

გაუფრთხილდით გარემოს“, - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა