ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, საქართველო, რეფორმების კუთხით, იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, „თუ ობიექტური შეფასებებით ვიმსჯელებთ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ახლაც და წინა შემთხვევაშიც ეკუთვნოდა“.

„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა შუალედურმა დასკვნამ დაგვანახა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობებს მაშინაც აკმაყოფილებდა. რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასრულებს და ქვეყანას რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესი გააჩნია.

გადაწყვეტილება ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიიღო და მეტწილად გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გეოპოლიტიკური ფაქტორი ასეთი გადაწყვეტილებების დროს თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გეოპოლიტიკური ფაქტორის პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველო რეფორმების კუთხით იყო და არის ლიდერი ქვეყანა როგორც უკრაინასა და მოლდოვას შორის, ასევე სხვა იმ ქვეყნებს შორის ვისაც კანდიდატის სტატუსი უფრო ადრე მიენიჭათ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო