შალვა პაპუაშვილი - „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა - საჯაროდ მივმართეთ „მთის ამბებს“, რომ უარყოფა მოეხდინა აღნიშნული ცრუ ინფორმაციის, რაც არ გააკეთეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებს“, რომ უარყონ ის მცდარი ინფორმაცია, რომელიც მათ 4 აგვისტოს გაავრცელეს.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება