AIPA-ს 44-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალურ ასამბლეაზე შეხვედრებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის ფორმატში, AIPA-ს წევრი პარლამენტების (ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, ლაოსი, სინგაპური, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი) წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

„ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ასევე, AIPA-ს გენერალურ მდივანთან, სიტი რაჰმანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ნიკოლოზ სამხარაძემ გენერალურ მდივანს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და AIPA-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება