ასლან ბჟანიას მოსკოვში „ვიზიტის" დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება.

წინასწარი მონაცემებით, მას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია