გურამ მაჭარაშვილი - თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის - კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის - კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ექცეს.

როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საქართველო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, ლიდერ ქვეყნად არის დასახელებული ასოცირებულ ტრიოში და ბევრი მიმართულებით ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.

მისივე აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თავად ევროკავშირის პოლიტიკის ინტერესშიც შედის.

„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.

თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა