გიორგი კაპანაძე - ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი გაყიდოს ჩვენი ქვეყანა, როგორც გაყიდა და გაასხვისა „ლაგუნა ვერე“ - ხალხს ჰპირდებოდა ერთს და გააკეთა მეორე

ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი გაყიდოს ჩვენი ქვეყანა, როგორც გაყიდა და გაასხვისა „ლაგუნა ვერე“. ხალხს ჰპირდებოდა ერთს და გააკეთა მეორე, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ლაგუნა ვერეს“ გაყიდვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველასათვის აშკარაა, რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება, კორუფცია, სიბნელე, სიღარიბე, ჭაობი და მეორე მხარეს არის საქართველო და ქართველი ხალხი.

„ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის გაყიდვას, როგორც გაყიდა და გაასხვისა ლაგუნა ვერე. ხალხს ჰპირდებოდა ერთს და გააკეთა მეორე. ამ შემთხვევაში, „ქართუ ფონდისა“ და თავისი „ნარუშილოვკიანი” ნათესავის მეშვეობით. მერამდენედ უნდა მოატყუოს საზოგადოება? მერამდენედ უნდა გადააგდოს ხალხი? მერამდენედ უნდა სცადოს ადამიანების გაბითურება? მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება მეტი ქონება წაართვას ხალხს, ქვეყანას და მეტი ფული მიიღოს თავად. ამჯერად აღარ გამოუვა „ტრიუკები”, რადგან უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება, კორუფცია, სიბნელე, სიღარიბე, ჭაობი და მეორე მხარეს არის საქართველო და ქართველი ხალხი”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერე“ „შპს ნეო სითი დეველოპმენტს“ მიყიდა.

ამონაწერში აღნიშნულია, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის მქონე ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესაბამისი განაცხადის რეგისტრაცია კი 7 აგვისტოს დაფიქსირდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს