ლაშა ფარულავა - საჯარო დაწესებულებებმა 2020 წელს აუდიტის მიერ გაცემული  რეკომენდაციები არ შეასრულეს - ცხადია, ეს არის პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიების დაწყების საფუძველი

2020 წელს აუდიტმა დადო დასკვნა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებია გაცემული. არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულეს საჯარო დაწესებულებებმა და ცხადია, ეს არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. აუდიტის დასკვნა უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაჭის სტიქიამ და ტრაგედიამ აჩვენა, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს აუდიტის დასკვნა არსებობს და კონკრეტული რეკომენდაციებია გაცემული, არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა საჯარო დაწესებულებებმა. ეს ცხადია, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია, ვინაიდან სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ისეთი ტიპის საფრთხეს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა კონკრეტული შენიშვნები. ეს არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ. ცხადია, გამოძიების საფუძველი უნდა იყოს აუდიტის დასკვნა”, – აღნიშნა ფარულავამ.

ამასთან, ფარულავამ განაცხადა, რომ „რაჭის ტრაგედია არის კონკრეტული დანაშაული, კონკრეტული გულგრილობა და დაუდევრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან“.

"ამას სჭირდება გამოძიება, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსაძიებელი არაფერია, ვინაიდან მათი დანაშაული იკვეთება იმაში, რომ არაეფექტიანი რეაგირება მოჰყვა რაჭის ტრაგედიას და ამას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ცხადია, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის კონკრეტული ფაქტები, სადაც მათი დანაშაულები იკვეთება, გამოვაქვეყნოთ და საჯარო გავხადოთ”, - განაცხადა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო