სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას" ადამიანები არ უყვარს - ერთადერთი, რაც მათ უყვართ არის ფული, ფული და ბევრი ფული

„ქართულ ოცნებას" ადამიანები არ უყვარს - ერთადერთი, რაც მათ უყვართ არის ფული, ფული და ბევრი ფული, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია შოვის სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის დასმისა და გამოძიების ბევრი მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.

სწორედ ამიტომ, ჩიხლაძის აზრით, „ქართული ოცნება" პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუშვებს, თუმცა მისივე განცხადებით, ოპოზიციამ ყველა ბერკეტის გამოყენება უნდა სცადოს.

„არანაირი ილუზია არა გვაქვს - მმართველი გუნდი მომხდარის გამოძიებას კი არა, შეკითხვების დასმასაც კი გაურბის. კითხვები ბევრია - რატომ არ არის წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელსაც გვპირდებოდნენ და სამი წლის წინ მზად უნდა ყოფილიყო? რატომ არ იყო გათვალისწინებული აუდიტის სამსახურის, გარემოს დაცვის სააგენტოს და სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და დასკვნები? რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება? რატომ არ იმუშავეს პირველ ღამეს და რატომ დაიწყეს მუშაობა მეორე და მესამე ღამეს? სად არის მთელი 11 წლის განმავლობაში დაპირებული ვერტმფრენები და რატომ არ მოხერხდა მათი ყიდვა? არსებობს თუ არა შესაბამისი პროტოკოლები, რომელიც ასეთი კრიზისული სიტუაციების დროს მოქმედებს? სად იყო მინისტრთა კაბინეტი 24 საათის განმავლობაში რომ არ ჩანდა? რატომ ვერ შექმნეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ყოველსაათობრივად მიაწვდიდა ან რატომ არ გაკეთდა საინფორმაციო პორტალი, სადაც ყველა ეს ინფორმაცია მოიყრიდა თავს? კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ არ არის მათზე პასუხები. ჩვენ ვიცით რაც არის ამ კითხვებზე პასუხი - ეს არის "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობა, გულგრილობა, დაუდევრობა, კორუფცია და ის, რომ მათ არ უყვართ ადამიანები და არ ზრუნავენ მათზე. ერთადერთი რაც მათ უყვართ არის - ფული, ფული და ბევრი ფული", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის