მიხეილ სარჯველაძე - შოვის ტრაგედიაზე არ დასმულა ისეთი კითხვა, რაზეც პასუხი არ არსებობს - ოპოზიციას არ მივცემთ დეზინფორმაციის ახალი ასპარეზების გახსნისა და პოლიტიკური პერფორმანსების მოწყობის საშუალებას

კანონით ნებადართული ყველა საშუალების გამოყენებით, ოპოზიციას არ მივცემთ დეზინფორმაციის ახალი ასპარეზების გახსნისა და პოლიტიკური პერფორმანსების მოწყობის საშუალებას - რომელია კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა საგამოძიებო კომისიის გარეშე შეუძლებელია და რომელზეც ინფორმაციას საგამოძიებო კომისიის გარდა ვერ მოიპოვებთ? - ეს პოზიცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გამოხატა.

სარჯველაძის მტკიცებით, არ დასმულა არც ერთი ისეთი კითხვა, რაზეც პასუხი არ არსებობს.

მისივე შეფასებით, შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის წამოყენება არალოგიკურია, არაბუნებრივია და მასთან დაკავშირებით წარმოდგენილია არასაკმარისი არგუმენტაცია.

„თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია ამისთვის ნებისმიერი სხვა ფორმატი გამოიყენოს. არ მგონია, რომ კითხვის არსებობა ავტომატურად საკმარისს მიზეზს აძლევდეს ვინმეს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს. ალოგიკური და არაბუნებრივი იქნებოდა იმ რაოდენობის საგამოძიებო კომისიები გვეხილა, რამდენი სადეპუტატო კითხვაც არსებობს. ინიციატორმა მხარემ უნდა ახსნას რატომ არ არის საკმარისი რომელიმე საკითხზე ინფორმაციის სადეპუტატო კითხვით მოძიება. დიდი აჟიოტაჟისა და ამბიციური განცხადებების კეთების მიღმა ეს ხალხი, რომელთაც დეზინფორმაციის და ტყუილის გავრცელება არ ითაკილეს, უარგუმენტოდ დარჩა. ასეთ ფონზე, როცა საზოგადოების წინაშე შერცხვნენ, სასწრაფოდ სჭირდებათ შექმნან იმიტაცია, თითქოს რაიმე არგუმენტები აქვთ საიმისოდ, რომ ხელისუფლება არასწორ რეაგირებაში დაადანაშაულონ. ეს არის მათი რეალური მოტივაცია. არ არსებობს კითხვა, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე საზოგადოებას შეიძლება ხელი არ მიუწვდებოდეს. ვერ მივაგნებთ ვერც ერთ საკითხს და კითხვას, რომელთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არ არის. სხვა საკითხია, რომ ოპოზიციას აქვს სურვილი აბსურდული, ბრალმდებლური და არაკორექტული კითხვები დაბადოს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება თვითმიზანი გახდეს ის, რომ ასეთი კითხვების დასმას ასპარეზი გაეხსნას. ოპოზიცია აუცილებლად ეცდება განავითაროს პოლიტიკური შოუ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სიმართლე კი არ გაირკვეს, არამედ ყველაფერი პოლიტიკურ პერფორმანსად გადაიქცეს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ოპოზიცია გვყავს. ოპოზიციის თამაშია, რომ ან პოლიტიკური პერფორმანსი დადგას, ხოლო თუ პერფორმანსის დადგმის შესაძლებლობა არ მიეცემათ, თქვან, რომ თუ ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი, ის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის