მიხეილ სარჯველაძე - რიკოთის პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ პროცესის მართვა სუფთად და სწორად ხორციელდება

რიკოთის პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ პროცესის მართვა სუფთად და სწორად ხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის ინფორმაციით, „ხელშეკრულება ინსტიტუციურად ისეა გამართული, რომ ყველა საკითხზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ხდება და სისტემა ეფექტიანია".

მისივე თქმით, ურთიერთობების მხარე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებს, იმდენად ავტორიტეტულია, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები იქ არ უნდა გააჩინონ, სადაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არის.

„ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება ამ კონტრაქტებს არ იცნობდეს. ეს არის პოპულიზმის ერთგვარი სახეობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს