რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს”, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს