უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები.

უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 10 საარტილერიო სისტემა.

„ჯამში, განადგურებულია 4295 ტანკი, 8324 - ჯავშანმანქანა, 5053 - საარტილერიო სისტემა, 472 - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 4201 - უპილოტო საფრენი აპარატი, 1378 - ფრთოსანი რაკეტა“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა