რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ბელგოროდზე თავდასხმა სცადა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ უკრაინულმა დრონმა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა სცადა, მაგრამ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს.

უწყების ცნობით, დრონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 4:00 საათზე სცადა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა