ახლობლების ინფორმაციით, შოვში სტიქიის დროს ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა

შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. მისი ცხედარი ოჯახმა უკვე ამოიცნო.

ახლობლების განცხადებით, 23 წლის სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო და შოვში მუშაობდა.

„სოფო ბაკურაძე, 23 წლის. მუშაობდა შოვში, ცხოვრობდა გლოლაში მშობლებთან, დედმამიშვილთან და თავის ლუსისთან [შვილი] ერთად. ბავშვს მარტო ზრდიდა, მარტოხელა დედა იყო. ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა. 3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, მას შემდეგ არ გვინახავს. ცხედარს ვეძებდით. ამოცნობაზე ვიყავით წასული და ამოვიცანით. გუშინ მოხდა გადმოსვენება. ეს დღეები დნმ-ის პასუხს ველოდებოდით. დაკრძალვა სამშაბათს არის. ბავშვი ისევ ონში იმყოფება, ახლობლებთან, რომ ეს სტრესი არ მიიღოს. ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კანფეტზე და მოუტანს“, - განაცხადა თინათინ იჩკიტიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო