ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა - მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დიდი იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროცესები განვითარდება დადებითად

ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც მივყვებით ძალიან მყარად. ეს არის რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაძლევს კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას და ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმატებით ვახერხებდით გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ასე განვითარდება მომავალშიც ეს პროცესები. ჩვენ გვაქვს უმთავრესი ეროვნული ამოცანა - მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პროცესები განვითარდება დადებითად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ოცნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება საბოლოოდ ახდება.

მთავარია ზოგადი პოლიტიკა და მისი შედეგები და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი შედეგია ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. წინა ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ომის თავიდან აცილება და საქართველოს ჰქონდა 4 სხვადასხვა ომი, სამოქალაქო ომის ჩათვლით, რამაც ათწლეულებით დახია უკან ჩვენი ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი განცხადება ემსახურება ამ მიზანს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც მივყვებით ძალიან მყარად. ეს არის რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაძლევს კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას და ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა