ვახტანგ გომელაური - პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა - ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი

შექმნან თვითონ ან არ შექმნან [საგამოძიებო კომისია] - რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

გარდა ამისა, გომელაურმა უპასუხა კითხვას, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი თავად იღებდა.

„პირველივე წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც, ყველა. ჩართული ვიყავი თუმცა 1000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ. ჩემი მოადგილეები იყვნენ. ჩათვალეთ, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი.

მინისტრიც ჩამოსული იყო, პრემიერიც, ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული. სამსახურები იყვნენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებდნენ, აუცილებელი არაა, ყველა ჩამოვიდეს“, - განაცხადა გომელაურმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს