კახა კალაძე - გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის - რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს

გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის - რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენებაა.

„ესეც სპეკულაციის ნაწილია. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის. ეს არის დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენება. რასაც ვხედავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან სიბინძურეა. გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი გაირკვევა. სამუშაოები ერთი წუთით არ გაჩერებულა.

მერწმუნეთ, უმძიმესი ვითარებაა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ის მასშტაბები, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და მისი შესასრულებელი სამუშაოები, რაც იყო, გააკეთეს.

რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, წარმატებული მინისტრია. მინდა მას წარმატება ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოჯახური ტრაგედიების, სირთულეებისგან არავინ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, ყოველივე კარგი, მათ შორის, ვახტანგ გომელაურსაც და მის ოჯახის წევრებს“,- აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში