კახა კალაძე - შემთხვევითი არაა, რომ კონსტიტუციაში პირველი რაც გვიწერია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა - ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით

შემთხვევითი არაა, რომ კონსტიტუციაში პირველი რაც გვიწერია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ უნდა გავაკეთოთ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ პრაგმატული პოლიტიკა აქვს.

„ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. ომის დაწყების შედეგად მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი ჯარისკაცები, ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ პრაგმატული პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი.

დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შემთხვევითი არაა, რომ კონსტიტუციაში პირველი რაც გვიწერია ზუსტად არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ უნდა გავაკეთოთ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით“,- აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა