ლევან სამუშია - თუ თავისით შეძლეს ადამიანებმა გადარჩენა, იქნებ სხვებიც ითხოვდნენ შველას და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო?-  ეს ლეგიტიმური კითხვები აღიზიანებს ხელისუფლებას და გაუგონარ სიბინძურეზე მიდის

კობახიძის დღევანდელი განცხადება მხოლოდ სამარცხვინო არ არის. ამ განცხადებას აქვს თავისი ბინძური მიზანი და მცდელობა რეალობის დამახინჯების , - ასე შეაფასა პარტია „ლელო - საქართველოსთვის” წევრმა, ლევან სამუშიამ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „საუბარი, რომ ვიღაც სტიქიას სამი საათი ებრძოდა, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“.

სამუშიას თქმით, ხელისუფლებას არ სურს იმ საბედნიერო რეალობის აღიარება, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს სტიქიისგან თავის დაღწევა.

„შევეცდები მოკლედ ავხსნა, თუ რა არის ამ სიბინძურის მიზანი. კობახიძე და „რუსული ოცნება“ ცდილობენ აირიდონ პასუხისმგებლობა და გამუდმებით საუბრობენ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიისას არავის გადარჩენა არ იყო შესაძლებელი და რომ იქ სამაშველო ღონისძიების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა და საფრენი აპარატებიც რომ ყოფილიყო ღამის ხედვის შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, მაინც არავინ გადარჩებოდა.

ამ დროს, ღვთის წყალობით და ადამიანების წარმოუდგენელი გმირობით, გვაქვს საბედნიერო ფაქტი, რომ საათების განმავლობაში ყოველგვარი სამაშველო ოპერაციის გარეშე ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს გამოსვლა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუ ადამიანებმა სტიქიასთან ბრძოლის რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს გამოსვლა და გადარჩენა, იქნებ სხვებიც ებრძოდნენ სტიქიას საათების განმავლობაში და მათ საუბედუროდ ვერ შეძლეს გამოსვლა (გადარჩენილი ბატონი ჯელაძე საუბრობს, რომ მას გადარჩენისთვის ბრძოლისას ესმოდა ადამიანის ხმა).

ბუნებრივია ისმის კითხვა: რატომ არ იმოქმედა ხელისუფლებამ, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა?

ზემოთ მოყვანილი გარემოებები პასუხობს კითხვას, თუ რატომ თქვა ეს სიბინძურე კობახიძემ. მათ ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო ენგრევათ თავიანთი სამარცხვინო ვერსია, რომ იქ ვერავინ გადარჩებოდა და მათ არ სურთ იმ საბედნიერო რეალობის აღიარება, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლეს და სტიქიას დააღწიეს თავი.

ასეთ შემთხვევაში, ლეგიტიმურად დაისმის კითხვა: თუ თავისით შეძლეს ადამიანებმა გადარჩენა, იქნებ სხვები ითხოვდნენ შველას და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო?- ეს ლეგიტიმური კითხვები აღიზიანებს ხელისუფლებას, გაუგონარ სიბინძურეზე მიდის და საკუთარი თავის გადასარჩენად რუსულ ტალახს ესვრის სასწაულებრივად გადარჩენილ ადამიანებს“,- განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, - დასძინა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს