შალვა პაპუაშვილი - შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი

საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, რაც ის ფორმაა, რომლითაც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე.

„ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვთ სხვა ბერკეტები, უფრო სწრაფი და მათ შორის უფრო ეფექტური. რამდენადაც ვიცი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს არის ის ფორმა, რომლითაც მათ შეუძლიათ, ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი კითხვებზე, თუ რაიმე კითხვა აქვთ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა. მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვისვე იქნებოდა საბოლოო ჯამში დამაზიანებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს