ლანა გალდავა - იმისათვის, რომ უმრავლესობამ თავიდან არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა შოვში მომხდარი კატასტროფის გამოძიება

პარტია „ლელოს“ საპარლამენტო მდივნის ლანა გალდავას შეფასებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, რომელთა საფუძველზეც, შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირების როგორც სისხლის, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

გალდავას თქმით, გამოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა კომპეტენციების აღრევას, რადგან სტიქიის ადგილზე სპიკერებად პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის მერი ვიხილეთ, მაშინ როცა სპიკერი შს მინისტრი ან უშუალოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ყოფილიყო.

„იმისათვის, რომ უმრავლესობამ თავიდან არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა მომხდარი კატასტროფის გამოძიება. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სიმართლეს დაადგენს. ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმავდროულად, "ლელოს" გაგზავნილი აქვს 25 სადეპუტატო კითხვა და შოვის ტრაგედიის მოკვლევას ვაგრძელებთ.

ასევე წარმოდგენილი ვიქნებით შს მინისტრის ინტერპელაციის დროს. გარდა იმისა, რომ ვახტანგ გომელაური არის შს მინისტრი, ის ასევე არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და კრიზისების მართვა მისი პრეროგატივაა. უმთავრესი კითხვა, რაც გომელაურის მიმართ ისმება არის ის, რა ფორმატით დაიწყო კრიზისის მართვა, უსაფრთხოების საბჭოში შეიქმნა თუ არა "სიტუაციური ოთახი" და როგორ გაიწერა უფლებამოვალეობები. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარება არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა გალდავამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა