ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ პირველ ოქტომბერს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს.

„საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროცედურები და ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და შევახსენებთ, დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.

აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის წარმომადგენლებისთვის 26 სექტემბერია (18:00 სთ.). რეგისტრაციის მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში 21 სექტემბერის (18:00 სთ.) ჩათვლით შეუძლია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ცესკოს 24 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.

აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს - www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 2 51-00-51.

დეტალები იხილეთ ბმულებზე:

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები

https://cesko.ge/ge/archevnebi/2023/saqartvelos-parlamentis-2023-wlis-oqtombris-shualeduri-archevnebi/damkvirveblebi-da-media-2023-oktomberi-1

გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები

https://cesko.ge/ge/archevnebi/2023/munitsipalitetebis-merebis-2023-oqtomberi/damkvirveblebi-da-media-2023-oktomberi „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის