ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიაზე - პროცესები წარიმართა ეფექტიანად - სხვაგვარი მუშაობის პირობებში ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა, ესაა ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ

ყველა კითხვაზე პასუხი მე მგონია, რომ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს სრული უფლება, რომ ინტერპელაციის წესით მიმართოს ნებისმიერ მინისტრს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის წინაშე წარდგება.

„მათ მიმართეს ვახტანგ გომელაურს და ბუნებრივია, როგორც ხდება ხოლმე პრაქტიკაში, რეგლამენტის შესაბამისად ვახტანგ გომელაური, რა თქმა უნდა, წარდგება პარლამენტის წინაშე. კითხვები დაისმება როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე უმრავლესობის მხრიდან იმისათვის, რომ პირველ რიგში, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სტიქიას, სამაშველო სამუშაოებს და ზოგადად სტიქიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა სამუშაოები სტიქიის ზონაში, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ სხვაგვარი მუშაობის პირობებში ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა.

„პროცესები წარიმართა ეფექტიანად. რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, თუმცა ბუნებრივია ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას, ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა