ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი, რომლისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა

უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი, რომლისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, რომელზეც მოგვიანებით გაირკვა, რომ კიევში ცხოვრობს და საქართველოში არ იმყოფება.

კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მისივე განცხადებით, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მსგავსი ქმედებები და პროვოკაციებს არ აჰყვეს.

"ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია არის პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები, ბუნებრივია, ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება