ლევან ხაბეიშვილი - შს მინისტრი არის დამნაშავე რუსეთუმე, რომელიც გასასამართლებელია

ის, რომ რუსული პარტიის რუსი კობახიძე და შოთაძე არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საგამოძიებო კომისიის შექმნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ.

„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას იმ პირობებში, როცა მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში თუ როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას, ამიტომ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გასასამართლებელია.

„შინაგან საქმეთა მინისტრი არის დამნაშავე რუსეთუმე, რომელიც გასასამართლებელია, მათ შორის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ამიტომ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა შეკითხვაზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, მათ შორის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მიიღოს ამომწურავი პასუხი ან ნახოს, როგორ გარბიან მაღალი თანამდებობის პირები და როგორ გაურბიან პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება