გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდა, რადგან დანაშაული აქვთ ჩადენილი - სპეციალური ჯგუფი გვაქვს შექმნილი და ახლო მომავალში სერიოზულ დასკვნებს ნახავთ

„ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმიტომ არ უნდა რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ დანაშაულის გამოაშკარავება მოხდება, ამიტომ ეწინააღმდეგებიან კომისიას , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შექმნილია პარალელური საგამოძიებო ჯგუფი - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალურ მოძრაობის“ და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც ახლო მომავალში დასკვნებს გამოაქვეყნებენ.

„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სპეციალური ჯგუფი გვაქვს შექმნილი და ახლო მომავალში სერიოზულ დასკვნებს ნახავთ. ჩათვალეთ, რომ საგამოძიებო ჯგუფი პარალელურად მუშაობს, რომ საზოგადოებამ სიმართლე ნახოს. არ შეიძლება ამხელა მსხვერპლი ხელისუფლებაში მყოფ ძალას შერჩეს. იმდენად უტიფრები არიან, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

„სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ , დამოუკიდებელ ექსპერტებს შექმნილი გვაქვს ჯგუფი. სანამ ტრაგედია ცხელია, ჩვენ პარალელურად ყველა ფაქტს აღვრიცხავთ და ამ დოკუმენტაციას აუცილებლად ნახავთ. ნახავთ ვის რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ვინ როგორ მოიქცა და როგორი იყო რეაგირება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი