პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე - მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

„მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში.

ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას.

მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები.

მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება