სანდრო რაქვიაშვილი - ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება კარგი და სწორია - კარგი იქნება ამას „ქართულ ოცნებაში“ უფრო ხშირად აკეთებდნენ

ბოდიშის მოხდა და შეცდომების აღიარება კარგი და სწორია - კარგი იქნება ამას „ქართულ ოცნებაში“ უფრო ხშირად აკეთებდნენ, - ასეთია „გირჩის“ დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის პოზიცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე.

როგორც რაქვიაშვილმა დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, "დაუშვეს შეცდომა, როცა სრულიად აუხსნელი და არაადეკვატური განცხადებები გააკეთეს".

„კარგია, რომ ეს შეცდომის შედეგი იყო და არა რაღაც მიზანმიმართული ქმედებების“, - განაცხადა რახვიაშვილმა.

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი