ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ ვახშამს დაესწრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერძნულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვახშამს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი.

მედიის ცნობით, მაღალი რანგის პოლიტიკოსები მაქსიმოსის სასახლეში შეხვდებიან, რათა რეგიონის ევროპული მომავალი, ბალკანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები განიხილონ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა