მიხეილ სარჯველაძე - არ ვეთანხმები, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია - არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა

არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ამ საკითხზე, შოვში არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი.

„არაერთხელ აღინიშნა, რომ თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რომელიც განაპირობებს ან კვალიფიკაციის შეცვლას ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურისთვის საქმის გადაცემის საჭიროებას, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მე სიმართლე გითხრათ, ამას არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო. რა მუხლითაც დაიწყო გამოძიება, სავსებით საკმარისია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, ყველაფერზე, რაც არ უნდა იყოს გამოსარკვევი, სავსებით საკმარისია დაწყებული გამოძიება.

ოპოზიციას ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიაზე და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე, მათ შორის, როცა დაიწყო მოთხოვნები საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ფიზიკურად იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი. თუ ჭეშმარიტება აინტერესებდათ, იქნებ იქ მაინც მიეღოთ პასუხები, ან ახალი კითხვა გასჩენოდათ ან უბრალოდ ეთქვათ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანურად და ეთიკურად გაუმართლებელია ქულების წერას შეეცადო პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთია, სამწუხაროდ, ეთიკა ჩვენი ოპოზიციის და ეს საზოგადოების თვალშიც ცუდად გამოიყურება,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება