„ქართული ოცნების“ განცხადებები ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა. საზოგადოება იმსახურებს მიიღოს კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ აქვთ,“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მომხდარიდან რამდენიმე დღის თავზე, მოსახლეობა იმსახურებს, რომ ტრაგედიის გარემოებებზე იცოდეს გარკვეული დეტალები.
„ქართული ოცნების“ განცხადებები ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა იქიდან გამომდინარე, თითქოს, გააჟღერეს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოძიება დაიწყო, მაგრამ უკვე რამდენი დღეა გასული ტრაგედიიდან და მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდეს რაღაც დეტალები, გამოძიება უნდა მუშაობდეს და ამის შესახებ უკვე უნდა საუბრობდეს საგამოძიებო ორგანოები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში დაკავებულია თემების გადაფარვით, ბოდიშების მოხდით და თუ ვინმეს ჰგონია მათი ბოდიში გულწრფელია, ისინი გულწრფელები იყვნენ მაშინ, როდესაც დაზარალებულებს დაესხნენ თავს. ამიტომ საგამოძიებო კომისია ვფიქრობ, რომ იტყვის უფრო მნიშვნელოვან რამეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად კიდევ ვმუშაობთ კონკრეტულ მასალებზე, რომლებიც უკვე ამ საგამოძიებო კომისიისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი,“ - აღნიშნა ბოტკოველმა.