ვასო ურუშაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცალკე კომისია მუშაობს იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომლებიც შოვის მოვლენებსა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოჩენილ გულგრილობას უკავშირდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომლებიც შოვში განვითარებულ მოვლენებსა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოჩენილ გულგრილობას უკავშირდება, ცალკე კომისია მუშაობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ მცდელობა, თანამდებობის პირებს შოვში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა აარიდოს, მათთვის ძალიან მძიმე და რთული იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილია კომისია, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს ყველა იმ მტკიცებულების შეგროვებაზე, რომელი მტკიცებულებაც უკავშირდება შოვში განვითარებული მოვლენებს და უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოჩენილ გულგრილობას, არასათანადო მოქცევას, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა იმსხვერპლა. ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ჩართულები იყვნენ პროცესში, თუმცა სახელისუფლებო ლიდერებისგან განსხვავებით, ეს არ იყო მოჩვენებითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქ არ ჩასულან ვიღაცისთვის თვალის ასახვევად, როგორც ჩავიდა ირაკლი კობახიძე, გომელაური და სხვები, რომლებიც ანტურაჟს ქმნიდნენ, ხელისუფლება თითქოს ძალიან განიცდის იქ განვითარებული მოვლენებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს საქმეს და ამ საქმის შედეგები ძალიან მალე გამოჩნდება. რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნების“ თანამდებობის პირებს შოვში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა აარიდოს, მათთვის ეს ძალიან მძიმე და რთული იქნება. ჩვენ არ გვაქვს რაიმეს მოლოდინი, რომ დღეს საქართველოში პროკურატურა ან რომელიმე საგამოძიებო უწყება ამ პროცესს ობიექტურად წარმართავს, მაგრამ მნიშვნელოვანია პროცესი დაიწყოს. როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მქონე პირებმა შეცვალეს მიდგომა და დაიწყეს სამძებრო სამუშაოებო. როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების სიცოცხლესთან, ყველას, ვინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან მძიმედ დაუჯდება,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება