ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს აქვს ცენტრალური როლი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება - სხვანაირად გამარჯვებისთვის ბრძოლას ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დააკლდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტია „რუსული სისტემის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია და ამ პროცესში მთავარი როლი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება, „სხვანაირად გამარჯვებისთვის ბრძოლას ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დააკლდება“.

„ჩვენი პარტია რუსული სისტემის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ჩართულია. ამ ბრძოლაში მთავარი როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელს და მთავარ ოპოზიციურ ლიდერს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, მისი და მისი პერსონალური წარმომადგენლის ეს აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, პარტია მთლიანად იქნება მომართული იმისთვის, რომ დაეხმაროს კონკრეტულ შეხვედრებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საერთო ბრძოლა, ბრძოლა გამარჯვებისთვის და მიხეილ სააკაშვილს აქვს ცენტრალური როლი. ყველამ კარგად უნდა გავიგოთ - მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს „ვივამედიდან“, მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება, სხვანაირად გამარჯვებისთვის ბრძოლას ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დააკლდება, ეს არის მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურობა იმიტომ, რომ თუ მთავარი ლიდერი პატიმრობაში იქნება, ვერც თანასწორად და ვერც სამართლიანად არჩევნებს ვერანაირად ვერ ჩავთვლით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის