ირაკლი ქადაგიშვილი - უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია - თუ ასეთი რამ დადასტურდება, რეაგირებაა საჭირო

უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია - თუ ასეთი რამ დადასტურდება, რეაგირებაა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, მოკვლევა დაიწყოს პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უცხოეთიდან „უკანონო შემოწირულობის მიღებასთან დაკავშირებით“.

ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ მათთვის ღია წყაროებითაც არის ცნობილი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობის შესახებ, რომლებსაც ერთი და იგივე პირები მართავენ. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ საქმიანობაში გაერთიანება კანონის დარღვევაა.

„პარტიების საქმიანობა კანონით არის განსაზღვრული და უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება აკრძალულია. ეს ნორმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია აღიარებული, რომ უცხო ქვეყნის გავლენა პოლიტიკაზე, მათ შორის, ფინანსებით, არ იყოს. არასამთავრობო ორგანიზაცია შინაარსით არის აბსოლუტურად სხვა ორგანიზაცია, რომელიც თავისი სახელწოდებით მიანიშნებს, რომ პოლიტიკასთან ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ საქმიანობაში გაერთიანება კანონის დარღვევაა. თუ ასეთი რამ ხდება, ეს შესწავლის საგანი უნდა იყოს. თუ ასეთი რამ დადასტურდება, რეაგირებაა საჭირო. ჩვენ ვიცით და ღია წყაროებშია, როცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ზუსტად იგივე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, მათ შორის, ერთი და იგივე პირები არიან მათი მმართველები და ხელმძღვანელები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ