ცრუ ნარატივებით ნასაზრდოები, სასოწარკვეთილი პოლიტიკური ჯგუფები წინასწარვე ხვდებიან გარდაუვალ მარცხს. ამავდროულად იციან, რომელიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ან არჩევნების სხვა სახით მადისკრედიტირებელ, აგენტურულ სპეცოპერაციას აზრი აღარ ექნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული. ამასთან, აღნიშნავს, რომ წლებია ოპოზიცია არჩევნების დროს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას ითხოვს.
„ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში. უფრო კონკრეტულად:
ა) არ იქნება დისტანციურად ხმის მიცემა!
ბ) ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, ელექრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც არ არის მიერთებული ქსელთან!
გ) შედეგის გადაკონტროლება ხდება ბიულეტენების ხელით გადათვლით!
კითხვა: ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მანიპულაცია, თუ აპარატი არც ქსელშია ჩართული, არც მოქალაქე აძლევს დისტანციურად ხმას და გადათვლა ხელითაც ხდება? თუ ვინმე მანიპულაციაზე მანიპულაციურად საუბრობს, ესეც უნდა ახსნას…
შეიძლება მეხუთე სიმბოლური პუნქტი იყოს სწორი პასუხი ყველაფერზე“, -წერს მდინარაძე.