ბადრი ჯაფარიძე - ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას

ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას, მიუხედავად "ქართული ოცნების" ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვაზე.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სტატუსით ყოფნის დროს, როგორც ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს - სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვისათვის.

მას ღრმად სწამდა, რომ ეს დიალოგი ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ელჩის ამ ძალისხმევას "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ქვედანაყოფებმა მასზე კოორდინირებული პიროვნული თავდასხმით უპასუხეს. ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას. მიუხედავად "ქართული ოცნების" ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი და კელი დეგნანის ძალისხმევაც სწორედ ამ პარტნიორობის და მეგობრობის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო