„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მოსკოვი-თბილისის რეისზე იმყოფებოდა.
აღნიშნულით ის „ხალხის ძალის“ წევრს ზურაბ ქადაგიძეს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ხაზარაძეს კითხვით მიმართა, თუ „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე“.
„გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც“ დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,- წერს ხაზარაძე და ბილეთებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ მამუკა ხაზარაძისთვის აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და მას კითხვით მიმართა, თუ „რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე“.
„ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.