გივი მიქანაძე - კელი დეგნანის განცხადებები დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, პოლარიზაციას ზრდის, რაც არ არის ელჩის ფუნქცია - რაც შეეხება ადამ კინზინგერს, მის სულელურ ნარატივზე აყოლას არ ვაპირებ

კელი დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს - ბოლო განცხადება ელექტრონული საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრო გივი მიქანაძე ჟურნალისტებთან კელი დეგნანის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით.

მიქანაძე ამბობს, რომ მისი განცხადებები არ მოდის თანხვედრაში იმ ფუნქციებთან, „რასაც, წესით, ელჩი უნდა ახორციელებდეს“.

„სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონო ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, ბოლო განცხადებაც, რომელიც ელექტრონულ საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად და არის სრულიად უსაფუძვლო მცდელობა, ემსახურება იმ ინტერესებს, რომელიც დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, არამედ პოლარიზაციას ზრდის. ეს არ არის ელჩის ფუნქცია. ელჩი უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად შეძლოს მხარეთა პოზიციების თანხვედრა მოახდინოს. ასეთი განცხადებები და ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს. ჩვენი უკმაყოფილება სწორედ ამგვარ განცხადებებთან არის დაკავშირებული, რომელიც თანხვედრაში ვერ მოდის იმ ფუნქციებთან, რასაც, წესით, ჩვენი ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი უნდა ახორციელებდეს,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ის გამოეხმაურა, ასევე, ყოფილ კონგრესმენ ადამ კინზინგერს, რომელმაც მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ კელი დეგნანს „მავნებელი“ უწოდა, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ რუსული მარიონეტული ხელისუფლებაა. მიქანაძე აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი საერთაშორისო მხარდამჭერების ნარატივია.

„ადამ კინზინგერს ვერანაირად სერიოზულად ვერ ვუპასუხებ, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარმა პარტიამ გარიცხა. მის მიერ იმ სულელურ ნარატივზე აყოლას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დანერგოს და მისი საერთაშორისო მხარდამჭერები გამოიყენოს, არ ვაპირებ და ამაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა მიქანაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო