„ლელო“ - სოლიდარობას ვუცხადებთ თეა გოდოლაძეს, რომელიც ხელისუფლებასთან ასოცირებული მხარეების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა

ლელო საქართველოსთვის" სოლიდარობას უცხადებს თეა გოდოლაძეს, რომელიც დღეს ხელისუფლებასთან ასოცირებული მხარეების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა - მის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დღეს საქართველო რუსეთის მსახური ხელისუფლების რუსული მეთოდებით იმართება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, "ლელო საქართველოსთვის" შოვის ტრაგედიის დაუყონებლივ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონით დასჯას მოითხოვს. გარდა ამისა, პარტია მოითხოვს, გადაუდებლად ჩატარდეს რიკოთის მშენებლობის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი.

„სისტემა მორიგ ჯერზე ილაშქრებს თავისუფალი, კრიტიკული, კომპეტენტური აზრის წინააღმდეგ. დღეს მანკიერი სისტემის მიზანია კრიტიკოსთა გაჩუმება, შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა და ქვეყნის უარესად ჩაფვლა ტოტალურ კორუფციასა და მომაკვდინებელ გულგრილობაში, რაც რუსეთის მსახური ხელისუფლების უმთავრესი მახასიათებლებია. დამნაშავე ხელისუფლებას ეშინია ყველა კრიტიკოსის. სწორედ ამას მიეწერება გასულ დღეებში "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წარმოებული იაფფასიანი დეზინფორმაციული კამპანია, მაგრამ განურჩევლად დეზინფორმაციული ხრიკებისა, ხელისუფლება ვერსად ვერ გაექცევა ვერც შოვის უმძიმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვერც საზოგადოების კითხვებს რიკოთის საკითხის ირგვლივ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის