მიხეილ სარჯველაძე - რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, შემდეგ ვისაუბროთ სერიოზულად მოთხოვნაზე

რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ- ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულად ამ მოთხოვნაზე, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ითხოვს რიკოთის უსაფრთხოებაზე საერთაშორისო აუდიტი ჩატარდეს.

სარჯველაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, რომ აუდიტი ხორციელდება და რატომ არის აუცილებელი ახალი მოთხოვნის წამოყენება, გაუგებარია.

"თუ მოისმინა ქალბატონმა ანამ თავის დროზე, მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადებები, რომ დიდი ოთხეულიდან ერთ - ერთი ახორციელებს რიკოთის აუდიტს. რატომ არის ქალბატონი ანასთვის დასაწუნი დიდი ოთხეულიდან ერთ- ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია და რატომ არის ეს არასაკმარისი, ამას რომ პასუხს გასცემს, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულად ამ მოთხოვნაზე.

ისე კი, საზოგადოების გასაგონად, ვინც ეს ამ დრომდე შეიძლება არ იცოდეს, რომ დიდი ოთხეული მსოფლიოს მასშტაბით არის ყველაზე ავტორიტეტული დიდი 4 აუდიტორული კომპანია, რომელთაგან ერთ- ერთის გაცემული დასკვნა ყოველთვის ხელუხლებელი რეპუტაციით სარგებლობს და დამაჯერებლობის ხარისხი არის მაღალი, ამიტომ არ მგონია სპეკულაციები, რომელსაც ვისმენთ, დამაჯერებელი იყოს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია რიკოთის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი.

როგორც ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მან უკვე ოფიციალურად მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს, საგზაო დეპარტამენტს და ეკონომიკის მინისტრს და ითხოვს კონკრეტულ პასუხს, ჩატარდება თუ არა რიკოთის საერთაშორისო აუდიტი სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფის მიერ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა