ჯოზეფ ბორელი - უკრაინელები ყოველდღე მამაცურად იბრძვიან თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ისინი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავენ. 9 წელზე მეტია რუსეთი არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„უკრაინელები ყოველდღე მამაცურად იბრძვიან თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცავთ", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებას აღწევს.

„ამასთან, უკრაინა გარდაქმნის საკუთარ თავს ძირითადი რეფორმებით და წარმატებას აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს უკრაინის მომავალია და ჩვენ, ევროკავშირი, უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - აცხადებს ბორელი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო