„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ საზანოში 31-ნომრიანი სასტუმრო - „საზანოს ღვინო“ გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, „საზანოს ღვინო“ სოფელ საზანოში, სასტუმროს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან „საქართველოს ბანკის“ინვესტიცია 2.5 მილიონი ლარია. მიმდინარე პროექტი 5 ჰექტარზე, 31 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. გახსნის შემდგომ სასტუმრო 30 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

სასტუმრო „საზანოს ღვინო“ სხვადასხვა ტიპის ნომერს, რამდენიმე რესტორანს, მოსასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში მოხდა ძველი სახლების რეაბილიტაცია. მდინარესთან სიახლოვე და მწვანე გარემო, ის განსაკუთრებული ბენეფიტებია, რაც აქ მოსულ ვიზიტორებს დახვდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ეს პირველი სასტუმროა, რომელიც შეძლებს როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე უცხოელი ვიზიტორების მიღებას და იმერული სამზარეულოთი გამასპინძლებას.

„საქართველოს ბანკისთვის“ სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოხარულები ვართ „საზანოს ღვინოსთან“ თანამშრომლობით და ვამაყობთ, რომ ვართ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერები. ვფიქრობთ, რომ ეს განსაკუთრებულად კარგი სიახლეა რეგიონისთვის და გვჯერა, აღნიშნული ინიციატივა სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა პროექტები განახორციელონ. მიგვაჩნია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ამ რეგიონის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო