დიმიტრი ხუნდაძე - ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას!

ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძემ უკრაინას მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენა და ცხოვრების მაღალი პოლიტიკური გონიერებით გაგრძელება უსურვა.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას!

ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა