სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით ბათუმში, მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მათივე ცნობით, რეგიონული კამპანია დაიწყო ბათუმიდან, ამ კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პირადად შეხვდება და მათ გზავნილებს „ვივამედში“ მიიტანს.

„ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილის სახელით, ჩამოვედი რომ შევხვდე ბათუმის მოქალაქეებს, მოვისმინო მათი პოზიცია თუ როგორ ხედავენ, რა პრობლემები აქვთ, როგორც ამ რთული გზის დასაწყისს, რადგან ძალიან მძიმე პროცესებში შევდივართ, ძალიან რთული პროცესები იწყება, რადგან ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უნდა დავიცვათ გარუსებისგან ჩვენი ქვეყანა. მე მოვისმენ თითოეული მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც მივა მიხეილ სააკაშვილამდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა