გიორგი ტყემალაძე ოპოზიციონერ დეპუტატს - სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიცია ითხოვს, რომ გარკვეული პროექტები არ განხორციელდეს.

“შეაყარე კედელს ცერცვი”- ეს არის თქვენი მმართველობის ცენტრალური გამოვლინება. ეს სისტემა, ეს კედელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს. ჩვენი სიტყვები ასე აბუჩად ასაგდები თუ არის, ამას ძალიან მალე ხალხი გაჩვენებთ", - მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს პარტია "ხალხისთვის" წარმომადგენელმა ნინო წულაძემ.

“სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ”, - უპასუხა წულაძეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, ტყემალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და ხშირად პოზიციას ამ კონტექსტში გამოხატავენ.

თბილისის საკრებულოში სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს