კელი დეგნანი - ნებისმიერ საზოგადოებასა და დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ, ეს ჩვეულებრივია - ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია

ნებისმიერ საზოგადოებასა და დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ, ეს ჩვეულებრივია - ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა აშშ მუშაობს საქართველოსთან ამ მიმართულებით და გარკვეული პროგრესიც აქვს.

„ნებისმიერ საზოგადოებასა და დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ. ეს ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები... ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი მაქვს, წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გამორიცხავს გაუმართლებელ გავლენას, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ამერიკაშიც გვქონდა და გავუმკლავდით მას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ სახიფათოც კია სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება და მიღება საკუთარ კანონად. თითოეულ ქვეყანას ძალიან კონკრეტული სპეციფიკური სიტუაცია აქვს. თუმცა, ფუნდამენტურად, გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზეა საუბარი. პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ეკონომიკის სფეროში იღებენ, უცხოელი და ქართველი ინვესტორებისთვის თანაბარი თამაშის ველი რომ იყოს. ყველამ რომ იცოდეს შემოდის გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას მიესადაგება თანაბრად. ის ითხოვს აგრეთვე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასაც. როდესაც ბიზნესებს შორის იქნება დავა, იქნება არჩევნების შემდეგ საჩივრები წარდგენილი, ნებისმიერი სხვა დავა, ადამიანები იქნებიან დარწმუნებულები, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ფორმით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენც, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ასეთ დიდ აქცენტს ვაკეთებთ, რათა საქართველოში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს. საქართველოს პროგრესი აქვს მთელი ათი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გახდეს მეტად ეფექტური, ეფექტიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის